logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „საგანგებოდ საინტერესოა ის სამუშაო, რომელიც სახელმწიფო მინისტრმა ჩაატარა
- +

18 ნოემბერი. 2021. 23:09

 

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს მოუსმინეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ სახელმწიფო მინისტრის საქმიანობა შეაფასა.

 

„სახელმწიფო მინისტრის ფუნქციაა კოორდინაცია მოახდინოს ყველა სახელმწიფო უწყების ძალისხმევის და საგანგებოდ საინტერესოა ის სამუშაო, რაც ჩაატარა სახელმწიფო მინისტრმა, რათა გაანალიზოს სტრატეგია, განა იმიტომ რომ ის 2010 წელს შეიქმნა და ვიღაცას ვერჩით, რადგან ჩვენი წინამორბედები იყვნენ. დოკუმენტში ბევრი რაციონალურია ჩადებული, მაგრამ შეფასებითი სამუშაო რაც მინისტრის აპარატმა ჩაატარა, არის უშველებელი.

 

ეს ყველაფერი გამოდგება იმისთვის, რათა საფუძველი შეუქმნას შემდგომ სტრატეგიულ გეგმას. ასევე მინდა შევეხო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით საპარლამენტო კომისიას, სადაც უმრავლესობა და ოპოზიცია ერთნაირად არის წარმოდგენილი და ყველამ აღნიშნა, რომ ამ კომისიაში არ გვექნება დაძაბულობის და შეხლა-შემოხლის ის ხარისხი და სიმწვავე, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე სამწუხაროდ არსებობს. წინა მოწვევის დროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნა, რომ „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ არის ის, რაც სახელმწიფოს სჭირდება და მათ დოკუმენტს სრულფასოვნად მხარი დაუჭირა ჯერ კომისიის შეხვედრაზე, შემდეგ პლენარულ სხდომაზე. ამ დოკუმენტში რაღაც ხარვეზები არსებობს, რასაც უახლოეს პერიოდში უფრო დეტალურად გავივლით. არის მეორე საკითხიც - სულ ახლახან გუდაუთის კოვიდ ცენტს დიდი რაოდენობის აღჭურვილობა მივაწოდეთ. მადლობაც მივიღეთ. სამწუხაროდ ასე არ არის ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში, რადგან იქ გაცილებით მძიმე რეჟიმია. მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება და სახელმწიფო მინისტრის ამოცანაა, რომ ეს ყველაფერი შეიკრას და ჩამოყალიბდეს საგზაო რუკა.

 

ასევე უნდა ავღნიშნო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობები. შესანიშნავია! საკმარისი იყო დაძაბულობის თემა მოხსნილიყო, რაზეც სახელმწიფო მინისტრმა და მისმა აპარატმა იზრუნა, რომ დღის წესრიგში უკვე ისეთი საკითხები შემოვიდა რომელიც მნიშვნელოვნად გამოადგება საგზაო რუკასაც და იმ ყოველდღიურ ურთიერთობებსაც, რომლებიც უპრეცენდენტოდ მაღალ დონეზეა იმ ხალხთან ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner