logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: როდესაც ექიმები ფრონტის წინა ხაზზე პანდემიას ებრძვიან, სააკაშვილი დაკავებულია იმით, რომ ექიმები პაციენტებს მოწყვიტოს
- +

19 ნოემბერი. 2021. 00:03

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მიზანია, საქართველოს ხელისუფლება ჩამოაცილოს იმ ძირითად ამოცანებსა და საქმეს, რასაც საზოგადოება ჩვენგან ითხოვს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც ექიმები ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან და გლობალურ პანდემიას ებრძვიან, ამ დროს სააკაშვილი თავისი რადიკალური ოპოზიციური ბანაკით მაქსიმალურად არის დაკავებული იმით, რომ ექიმები მოწყვიტონ პაციენტებს.

 

„როდესაც შენს ქვეყანაში და მსოფლიოში არის გლობალური პანდემია, მოქალაქეები იღუპებიან, ექიმები ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან, როდესაც ეკონომიკური კრიზისია და ეკონომიკის აღდგენა სასიცოცხლოდ აუცილებელია, ამ დროს სააკაშვილი თავისი რადიკალური ოპოზიციური ბანაკით მაქსიმალურად არის დაკავებული იმით, რომ სახელმწიფო ადმინისტრაცია, ინსტიტუტები მოწყვიტონ თავის ძირითად ამოცანებს, ექიმები მოწყვიტონ პაციენტებს და ეს ყველაფერი გადართოს „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციულ დღის წესრიგზე.

 

რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ მუქარებიც, რომ გადაკეტავდნენ ქუჩებს მაშინ, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანები მოძრაობენ და მოქალაქეებთან უნდა მივიდნენ, მაშინ, როდესაც აცრისთვის განკუთვნილი ავტობუსები ასაცრელ პუნქტებში უნდა მივიდნენ - ეს გახლავთ მათი დღის წესრიგი, ეს არის ერთი პოლიტიკური მიზანი, რომ როგორმე საქართველოს ხელისუფლება ჩამოაცილონ იმ ძირითად ამოცანებსა და საქმეს, რასაც საზოგადოება ჩვენგან ითხოვს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner