საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ „ქართული ოცნებისგან" კონკრეტულ პასუხებს ელოდება, თუ სად იქნება გუნდში კონკრეტულად.
„ველოდებით, რომ გუნდში აქტიურად ვიქნებით ჩართულნი. გვინდა კონკრეტული პასუხები - გუნდში სად ვიქნებით კონკრეტულად?
მე პრეტენზიას ვაცხადებდი, რომ ვყოფილიყავი მაჟორიტარი დეპუტატი ჩემს რაიონში. ვნახოთ, ამბობენ, რომ გუნდში დარჩებითო, მაგრამ რა ფორმით, ეს გაურკვეველია.
თავიდანვე ვთქვი სიაზე უარი, თუ წარმადგენდნენ მაჟორიტარად. მე ვიცოდი, რომ 100-პროცენტიან მანდატს მოვუტანდი „ქართულ ოცნებას".
ბუნებრივია, ახლა კი მოვითხოვ სიაში ჩასმას. რა დავაშავე ასეთი, „ოცნების" ერთგულებისთვის ვისჯები?" - ამბობს ომარ ნიშნიანიძე.