„დაუშვებელია ექიმების გადაწყვეტილებებში ოპოზიციის მხრიდან ჩარევა, დაუშვებელია მათზე ზეწოლა და დაუშვებელია, ყოველდღიურ რეჟიმში ხდებოდეს ექიმების შეურაცხყოფა და მათი კომპეტენციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც პენიტენციური ჯანდაცვის პერსონალი და სისტემა დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ და შეურაცხყოფა მიაყენეს ექიმებს, რომ თითქოს მათ არ შეუძლიათ კრიტიკული სიტუაცების მართვა, დღეს მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ სწორედ ის ექიმები, რომლებიც ბულინგის ქვეშ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ტელევიზიების მხრიდან ამ 2 კვირის განმავლობაში, დაეხმარნენ მიხეილ სააკაშვილს და ჩაუტარეს პირველადი სამედიცინო დახმარება და რეანიმაციული ღონისძიებები. რაც შეეხება პაციენტის შემდგომ სამედიცინო მომსახურებას, ვთვლი, რომ პენტინციურმა ჯანდაცვამ უნდა წარადგინოს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დახმარების გეგმა, მათ შორის ე.წ. რეფიდინგ სინდრომის მართვის გეგმა, ვინაიდან სტრასბურგის გადაწყვეტილება პირდაპირ მოუწოდებს სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და მეორეს მხრივ, სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, უზრუნველყოს სათანადო სამედიცინო მომსახურება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.