logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: საშინელ მდგომარეობაში ნაცემები და ნაწამები ვიყავით ციხეში და არ გვაძლევდნენ უფლებას, რომ ჩვენთან ექიმი შემოსულიყო
- +

19 ნოემბერი. 2021. 01:05

 

 

„საშინელ მდგომარეობაში ნაცემები და ნაწამები ვიყავით და არ გვაძლევდნენ უფლებას, რომ ჩვენთან ექიმი შემოსულიყო. იქ არ იყო საუბარი მულტიპროფილურ ან საუკეთესო კლინიკაში გადაყვანაზე. საშინლად ნაწამები ვიყავით. აბსოლუტურად ყველა ახალგაზრდას, ვინც დაჭერილი იყო, მინიმუმ ტვინის შერყევა ჰქონდა“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაზარალებულმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ხელის მტევნები სულ დამტვრეული მაქვს. ბეისბოლის ჯოხს მირტყამდნენ, ხერხემალი დამიზიანეს. ამ დროს არ შემოჰყავთ ექიმი ჩვენთან ციხეში. ამის პარალელურად შიმშილობა დაიწყეს ჯერ ჩემმა ჩემმა მეუღლემ და შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფმა.

ითხოვდნენ უბრალოდ ექიმის შემოშვებას და გაესინჯა ნაცემი ხალხი. როდესაც გავიგე, რომ ადამიანები შიმშილობდნენ, ჩემი პირველი რეაქცია იყო ძალიან მძაფრი. ვეხვეწებოდი, მოვუწოდებდი, ვთხოვდი, რომ სასწრაფოდ შეეწყვიტათ შიმშილობა.

 

მე თავი მექნებოდა მოსაკლავი, იქ რომ ვინმეს რამე დამართნოდა. მე დღეს ვუყურებ ამ ავაზაკს, რომელსაც იქიდან ერთი მოწოდებაც კი არ გაუკეთებია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მის გამო შიმშილობენ. ჩვენ უფრო განვიცდით მათ ჯანმრთელობას, ვიდრე სააკაშვილი. ერთი მოწოდება არ გაუკეთებია. პირიქით, ერთი სული აქვს, ვინმეს რამე მოუვდეს და იქნებ ვინმე მოკვდეს. მთელი თავისი რეჟიმი იყო სიკვდილზე დაფუძნებული“, - განაცხადა ცაგურიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner