logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: მეგის ქარდავა მიშას სახე და ანარეკლია
- +

19 ნოემბერი. 2021. 01:37

 

„მეგის ქარდავა მიშას სახე და ანარეკლია“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებულმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ეს არის პათოლოგიური ადამიანების ჯგუფი. ამდენი წლის შემდეგ სახლში უდევს წამების ვიდეოკადრები და ეს არ იცოდა მიშამ?!  წარმოუდგენელია. თვალებში ამ ნაცარს ვერ შეგვაყრიან. რომ არ სცოდნოდა მიშას და ამას ის მორალურად არ იზიარებდეს და ჩვეულებრივად არ უყურებდეს, მაშინ დღეს ის კი არ გაიჭიმებოდა და ხელისუფლების აღების დუჟმორეული წყურვილი კი არ ექნებოდა, გამოვიდოდა და მიწაზე სახით იხოხებდა და ბოდიშებს ისე მოიხდიდა. ვინც ამ სისტემის მსხვერპლი ვიყავით აქეთ გვადანაშაულებენ. ჰუმანისტები გახდნენ ისინი, ვინც მაშინ ჩვენს წამებაზე დაგვცინოდნენ და აბუჩად გვიგდებდნენ და ახლა აქეთ გველაპარაკებიან“, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner