logo_geo
eng_logo
იანინა სოკოლოვსკაია: სააკაშვილი, როგორც პერსონა უკრაინელებს არ აინტერესებთ
- +

19 ნოემბერი. 2021. 01:49



"სააკაშვილი, როგორც პერსონა უკრაინელებს არ აინტერესებთ, ეს ჩვენი ინტრესების 27-ე პუნქტია. ხალხს არ სჯერა მისი შიმშილობის, მაგრამ ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ვინმემ შეკითხვები დაუსვას პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს", - ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტოლოგმა იანინა სოკოლოვსკაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა

 

მისი თქმით, სააკაშვილის საკითხი არ არის სახელმწიფო მნიშვნელობის და ეს არ არის თემა, რომელიც ახლა უკრაინელ მოქალაქეებს ადარდებთ.

 

„სააკაშვილზე სპეციალური განხილვები არ არის, მაგრამ ისტორიები მის შიმშილობასთან დაკავშირებით, რომ ცდილობს კერძო კლინიკაში გადაიყვანონ, ძალიან გვახსენებს იულია ტიმოშენკოს ამბავს, რომელიც ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ის ძალიან ავადმყოფია და ცდილობდა კერძო კლინიკაში გადაეყვანათ. ის იყო ქალბატონი ნაწნავით და ეს არის მამაკაცი, რომელიც ცდილობს ხელისუფლებას მისწვდეს. ჩვენთვის ამაში ახალი არაფერია. ერთი ვარიანტი, თუ როგორ ჟღერს სააკაშვილი უკრაინულ მედიაში, ეს არის შედარება სააკაშვილის ტრიუკებისა ტიმოშენკოს ისტორიასთან“, - აღნიშნა იანინა სოკოლოვსკაიამ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner