logo_geo
eng_logo
თამარ ლომინაძე: საზოგადოებაში, სადაც გათავისებულია, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, არ უნდა ჩნდებოდეს კითხვა, რატომ უნდა აგოს ადამიანმა პასუხი ჩადენილ ქმედებაზე
- +

19 ნოემბერი. 2021. 02:18

 

 

„ჩვენი ძირითადი პრობლემა არის ის, რომ საზოგადოება არ აღმოჩნდა საკმარისად მზად, რომ რეალურად შეეფასებინა თავისი წარსული. აღმოჩნდა ისე, თითქოს არ არის აუცილებელი, რომ საზოგადოების ყველა წევრი იყოს კანონის წინაშე თანასწორი“, - განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, თამარ ლომინაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

 

მისი თქმით, აუცილებელია, საზოგადოებას გათვითცნობიერებული ჰქონდეს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

 

„ადამიანების გარკვეული ჯგუფი უშვებს იმას, რომ შეიძლება, ვიღაც პრივილეგირებული იყოს და მეტი უფლება ჰქონდეს, კანონი დაარღვიოს და თავის ქმედებაზე პასუხი არ აგოს. საზოგადოებაში, სადაც გათავისებულია, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, არ უნდა ჩნდებოდეს კითხვა, რატომ უნდა აგოს ადამიანმა პასუხი თავის მიერ ჩადენილ ქმედებაზე. ალბათ, ჩვენ გაზრდა, რაღაც პერიოდი გვჭირდება. როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, ჩემს ერთ-ერთ მთავარ მოვალეობას იმაში ვხედავ, რომ ჩვენ გარშემო გაიზარდონ ახალგაზრდები, რომლებიც არა მხოლოდ თავისი დარგის პროფესიონალები, არამედ ისეთი მოქალაქეები იქნებიან, რომლებიც პატივს სცემენ ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა თავისუფლება, თანასწორობა და ადამიანის ღირსება“, - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner