logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ეს ხალხი, რომელიც ექიმებს არ აძლევდა უფლებას, რომ მისულიყო პატიმრებთან, მოდის და მორალს გვიკითხავს, როგორი უნდა იყოს პენიტენციური ჯანდაცვა
- +

19 ნოემბერი. 2021. 02:49

 

 

„მე უშუალოდ ვიყავი ჩართული პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმაში, რომელიც ევროკავშირმა და ევროპის საბჭომ შეაფასა, როგორც ევროპის სივრცეში ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმაზე საქართველოს მთავრობას საერთაშორისო დონეზე პრეზენტაციებიც კი აქვს გამართული.

 

გამოვყოფდი იმ პროგრესს, რაც პენიტენციურ სისტემაში მოხდა. როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ სასჯელაღსრულების ჯანდაცვა, ყოველწლიურად 144-ზე მეტი პატიმარი იღუპებოდა. 2 წელიწადში რეფორმის შედეგად ჩვენ ეს მაჩვენებელი ჩამოვიყვანეთ პრაქტიკულად 10-მდე. იყო 1000-ზე მეტი ტუბერკულოზის ახალი შემთხვევა სისტემაში. ჩვენ ეს შევამცირეთ 100-მდე. იყო C ჰეპატიტის წარმოუდგენლად მაღალი გავრცელების მაჩვენებელი და იცით, რომ დღეს უნივერსალური ხელმისაწვდომობაა მის მკურნალობაზე. მახსოვს, გლდანის დაწესებულებაში ვინმეს კბილი რომ ასტკივებოდა და ღამე ხმა ამოეღო მთელ სართულს სჯიდნენ ხმაურისთვის. დღეს ეს ხალხი, რომელიც ექიმებს არ აძლევდა უფლებას, რომ მისულიყო პატიმრებთან, მოდის და მორალს გვიკითხავს, როგორი უნდა იყოს პენიტენციური ჯანდაცვა, ეს არის რეალობის გამრუდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner