„ეჭვქვეშ იმას კი არ ვაყენებდით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება დამძიმებულიყო, ეჭვქვეშ ვაყენებდით იმას, რომ სამოქალაქო კლინიკას უფრო მეტი გამოცდილება აქვს მოშიმშილე პატიმრის მართვის, ვიდრე პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებას - შიმშილობა რომ გაეგრძელებინა, ეს შედეგი შეიძლება სამოქალაქო კლინიკაშიც დამდგარიყო, ამიტომ უნდა ვუმკურნალოთ“,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“სამოქალაქო კლინიკაში რომ გადაეყვანათ, ეს შიმშილობის შეწყვეტისკენ ნაბიჯს არ გადაადგმევინებდა, ასეთი იყო თავიდან მისი პოზიცია. პენიტენციურმა დაწესებულებამ თქვა - შიმშილობის 2 ათასი ფაქტი მაქვს ნამკურნალევი და ნამართი, მაქვს გამოცდილება და პატიმარ და პაციენტ სააკაშვილს უკეთ ვუმკურნალებ ვიდრე სამოქალაქო კლინიკა.
პენიტენციური კლინიკა პროტოკოლით უნდა აკეთებდეს ამას და დარწმუნებული ვარ, აკეთებს. პროცესები რომ არ დაიძაბოს, ყველამ კეთილგონიერებას უნდა მივმართოთ. პატიმარმა სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და სხვა გამოსავალი ვიპოვოთ. როდესაც ადამიანს გონება აქვს დაკარგული, პენიტენციურ სამსახურს აქვს ვალდებულება მისი ნებართვის გარეშე იზრუნოს პატიმარზე”, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.