საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს მომდევნო კვირას, მისივე თხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში დაკითხავენ. ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ "იმედის დროისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, მომავალ კვირას, პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით გამოძიების შუალედურ შედეგებზე ისაუბრებს.
„კონკრეტულად ამ ეტაპზე დაკითხული არის სასამართლოს ყველა მოსამართლე წევრი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დაკითხვა განხორციელდება შემდეგ კვირაში მისივე თხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში. ვფიქრობ, შემდეგ კვირაში ჩვენ უკვე შევძლებთ კონკრეტულ შუალედურ შედეგებზე ვისაუბროთ, რომელიც რა თქმა უნდა, არ დააზიანებს გამოძიების ინტერესებს", - განაცხადა შოთაძემ.