logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: ახლა ყველას მოვალეობაა, მაქსიმალურად შევეცადოთ, უშუალოდ ორიენტირებული ვიყოთ სწორედ პაციენტის ინტერესზე
- +

19 ნოემბერი. 2021. 10:17

 

 

 

„ახლა ყველას მოვალეობაა, მაქსიმალურად შევეცადოთ, უშუალოდ ორიენტირებული ვიყოთ სწორედ პაციენტის ინტერესზე,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომელიც კოლეგებთან ერთად მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

 

„მათ შორის, მინდა, ვთქვა იმ ადამიანების გასაგონადაც, ვინც სააკაშვილის მომხრეებად გვევლინებიან, რაც შეიძლება მეტი იყოს ყურადღება იმ მიმართულებით, რომ მისთვის სასიკეთოდ, მისი ჯანმრთელობისთვის სასიკეთოდ გადაიდგას ნაბიჯები“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

 

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

 

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.

 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს.

 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner