logo_geo
eng_logo
ეროვნულმა ბანკმა ტექსპრინტს უმასპინძლა
- +

19 ნოემბერი. 2021. 12:13

 

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკი მონაცემთა მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობას აგრძელებს. სებ-ის ინიციატივით, 5-15 ნოემბერს, მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულმა პირებმა საკუთარი შესაძლებლობები ტექსპრინტზე გამოცადეს.

 

„ტექსპრინტის მიზანი იყო მაღალი სიზუსტის გამოსახულების ტექსტად გარდაქმნის (OCR) მოდელის შექმნა“ რომლის შედეგადაც განსხვავებული ფორმატის (შრიფტი, ხარისხი, სხვა ენასთან შერეული) ქართულენოვანი ოფიციალური დოკუმენტების მაღალი სიზუსტით წაკითხვა და მოცემული ჩანაწერის ციფრულ ფორმაში გარდაქმნა გახდებოდა შესაძლებელი. ტექსპრინტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირადობის მოწმობიდან საიდენტიფიკაციო მონაცემების ამოღებას.

 

გამარჯვებულების გამოვლენისას უპირატესობა პრობლემის გადაწყვეტისათვის შერჩეული მიდგომის ადეკვატურობასა და პროგნოზირების სიზუსტეს მიენიჭა. ამ ორი კომპონენტის გათვალისწინებით, საუკეთესო შედეგი აჩვენა გუნდმა, რომლის წევრებიც სოსო სუხიტაშვილი და ორხან შამილოვი არიან.

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მომავალშიც გაგრძელდება მონაცემთა მეცნიერების პოპულარიზაცია სხვადასხვა თემატური პროექტისა და კონკურსის სახით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner