logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ორგანოები და უწყებები და რა თქმა უნდა, საფუძველი იქნება როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მხარე
- +

19 ნოემბერი. 2021. 13:30

 

 

„მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ორგანოები და უწყებები და რა თქმა უნდა, საფუძველი იქნება როგორც სამედიცინო მხარე, ასევე უსაფრთხოების მხარე,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, ეს ორივე საკითხი თანაბრად გასათვალისწინებელია.

 

„რაც შეეხება უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ ნაწილს, ცდილობენ საზოგადოებაში შექმნა რაღაც აღქმა, რომ თითქოს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანით, ეს სპექტაკლი და უბედურება დასრულდება., თუმცა მე მინდა, გითხრათ, რომ მთელი უბედურება დაიწყება გადაყვანის დღიდან: ეს არის პოლიტიკური და უსაფთხოების მხარე. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი, ვიდრე შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner