მიუნხენში სავაჭრო ცენტრი და რკინიგზის სადგური "პაზინგი" ევაკუირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი პოლიციის „ტვიტერის" გვერდზეა განთავსებული.
ინფორმაციის თანახმად, ევაკუაცია მიღებული შეტყობინების შემდეგ უსაფრთხოების გამო განხორციელდა.
პოლიციის ინფორმაციით, აღმოჩენილია საეჭვო ნივთი, რომელსაც სპეციალისტები ამოწმებენ.
სამართალდამცეველები მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.