logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე გიგა მაქარაშვილზე: ვერ ეშვებიან სააკაშვილის ფინიები ივანიშვილის ოჯახს
- +

19 ნოემბერი. 2021. 14:29

 

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ,,სირცხვილიას’’ აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის მიერ გავრცელებულ ფოტოს ეხმიანება, სადაც ბერა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად არის აღბეჭდილი.

 

ორიგინალ ფოტოზე ივანიშვილს თეთრი მაისური აცვია, მაქარაშვილის მიერ გავრცელებული ფოტო კი მოდელირებულია.

 

როგორც ანალიტიკოსი წერს, მაქარაშვილის სხვა უნარ-ჩვევები არ გააჩნია და მსგავსი სიყალბის დამზადებით ცდილობს შთაბეჭდილების მოხდენას.

 

,,ვერ ეშვებიან სააკაშვილის ფინიები ივანიშვილის ოჯახს. თუმცა, მაქარაშვილების მსგავს ამებებს უნიჭო სიყალბის დამზადების გარდა, სხვა უნარ-ჩვევები არ არგუნა ამ ცხოვრებამ’’, - წერს ანალიტიკოსი facebook-ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner