„ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე,“ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„მოვუწოდებთ ყველას მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისკენ, სიძულვილის ენის აქამდე გაუგონარი მასშტაბის გამოყენებისა და კანონმორჩილ თანამშრომელბსა და მათი ოჯახის წვერებზე თავდასხმის დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.