logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე: ხელისუფლებამ მიიღო პრაგმატული და რაციონალური გადაწყვეტილება
- +

19 ნოემბერი. 2021. 15:48

 

 

 

„ხელისუფლებამ მიიღო პრაგმატული და რაციონალური გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე საუბრისას განუცხადა.

 

„ჩვენი ხელწერა და ღირებულებები არის პირველ რიგში ადამიანი, სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რასაც დაეფუძნა მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმულია, ახლა საჭიროა შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა და იმედია, ეს იქნება რაციონალური და პრაგმატული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner