logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: აბსურდის თეატრი გრძელდება, ყველაფერზე წავლენ რადიკალები, ღიად მიდის საუბარი მაიდანზე და დესტაბილიზაციაზე
- +

19 ნოემბერი. 2021. 17:02

 

 

„ადამიანი შიმშილობს, კლინიკაში გადაყვანის და უკეთესი მკურნალობის პერსპექტივის გამო. ბეკეტის პიესაში, რომ გმირები გოდოს ელოდებიან ისე ელოდება, მიშას გათავისუფლებას „ნაც-მოძრაობა“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

 

ანალიტიკოსი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას აქვეყნებს, რომლის თანახმად კობახიძემ განაცხადა, რომ „მხედველობაში უნდა მივიღოთ რისკები, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე წავა სისხლისღვრის ჩათვლით, - უნდა გავითვალისწინოთ როგორც სამედიცინო მოსაზრებები, ისე უსაფრთხოების საკითხი“.

 

ქადაგიძე ასევე აზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების კომენტარებს, რომლებიც საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და არეულობისკენ მოუწოდებენ.

 

„აბსურდის თეატრი გრძელდება - ადამიანი შიმშილობს, კლინიკაში გადაყვანის და უკეთესი მკურნალობის პერსპექტივის გამო... ბეკეტის პიესაში, რომ გმირები გოდოს ელოდებიან ისე ელოდება, მიშას გათავისუფლებას „ნაც-მოძრაობა“... უბრალოდ პიესისგან განსხვავებით აქ „გოდოს მოლოდინში“ ყველაფერზე წავლენ რადიკალები. ღიად მიდის საუბარი მაიდანზე და დესტაბილიზაციაზე. შეგიძლიათ სქრინები ნახოთ, თუ რა მოწოდებებს აკეთებენ „მშვიდობიანი“ პროტესტანტები“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner