logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ნაციონალების მეთოდები არათუ არაადამიანური, არამედ მანიაკალური და სადისტური იყო
- +

19 ნოემბერი. 2021. 17:05

 

 

 

„გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით მსურს განვაცხადო, რომ გუშინ, 2012 წლის შემდეგ შეხორცებული იარა განმიახლდა. მსოფლიოში რამდენიმე სასტიკი რეჟიმი არსებობდა (უგანდის დიქტატორი იდი ამინი, ჰაიტის დიქტატორი ფრანსუა დიუვალიე, კამბოჯის დიქტატორი პოლ პოტი, ფაშიზმის შემქმნელი ბენიტო მუსოლინი და ადოლფ ჰიტლერი, უფრო ადრე რომის იმპერატორი ნერონი და ა.შ). ყოველი რეჟიმის დროს, ადამიანის წამება და სიკვდილი ჩვეულებრივი მოვლენა იყო, მაგრამ არცერთი სისხლისმსმელი დიქტატორი ისე უდიერად არ მოპყრობია ადამიანს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის რეჟიმი მოექცა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს, რომლის თანახმად პატიმრის წამების ფაქტზე, რომელშიც მეგის ქარდავაც მონაწილეობდა, ალექსანდრე მუხაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

 

დავით ჩიხელიძე საზოგადოებას ახსენებს, რომ ჩანაწერების მთავარი ფიგურანტი მეგის ქარდავა, მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვა:

 

„ნაციონალების მეთოდები არათუ არაადამიანური, არამედ მანიაკალური და სადისტური იყო. კადრებმა ჩვენი მძიმე წარსული მთელი სიმძაფრით შემაგრძნობინა. დამარწმუნა, რომ რეჟიმი ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით უნდა გასამართლდეს. ამ ადამიანების არსებობა საზოგადოებისთვის საშიშია. კადრებში ვნახეთ, ადამიანობისგან დაცლილი არსებები, რომლებიც სხვა ადამიანის დაღუპვას, ჯერ მორალურ შემდეგ კი ფიზიკურ განადგურებას ცდილობენ. მე არ მინდა ისეთი საქართველო, სადაც „პენისა“ ავტორიტეტია, სადაც თანამდებობის პირების დავალებით კაცი კაცს აუპატიურებს, არაადამიანურად ეპყრობა და ამცირებს, ეს არ არის ის საქართველო რომლისკენაც ვისწრაფვით, დაუშვებელია წარსულში დაბრუნება, „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პოლიტიკური ძალა უნდა აიკრძალოს, ისევე, როგორც ფაშიზმი აიკრძალა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა კი ერთგვარი დამღა უნდა იყოს. ღირსეული საზოგადოება სწორედ ასე მოიქცეოდა, რადგან მათი ადგილი ევროპულ, განვითარებულ საზოგადოებაში არ არის! არ დაგვავიწყდეს, ჩანაწერების მთავარი ფიგურანტი მეგის ქარდავა, მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვა, ამაზე მეტი ცინიზმი წარმოუდგენელია“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner