logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება იყო დროული და ადეკვატური
- +

19 ნოემბერი. 2021. 17:15

 

 

 

დღეს, რა გადაწყვეტილებაც გამოაცხადა იუსტიციის მინისტრმა იყო დროული და ადეკვატური, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკას“ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე საუბრისას განუცხადა.

„მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებით ერთი სიცოცხლე უკვე გადავარჩინეთ. პირადად მე არ მქონდა განცდა, რომ პატიმარ სააკაშვილს რამე აკლდა და კონსილიუმმაც ეს დაადასტურა. დარწმუნებული ვარ, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი დათანხმდება გორის ჰოსპიტალში გადაყვანას. მიხარია რომ ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს. ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს სწორ და ჯანსაღი განვითარების გზას. ყველა უნდა დაუბრუნდეს თავის ადგილს და დაუბრუნდნენ პარლამენტს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner