logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი და მისი გუნდის ლიდერები ელენე ხოშტარიას სიცოცხლეს არ გაუფრთხილდნენ, მათ გაწირეს, ჩვენ არ და ვერ გავწირეთ
- +

19 ნოემბერი. 2021. 20:43

 

 

„ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება მისასალმებელია. გულწრფელი ვიქნები და არ დაგიმალავთ, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში ერთ-ერთი დომინანტური იყო“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი არის ჰუმანურობა, დემოკრატიული პრინციპები, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

 

„ელენე ხოშტარიას ფაქტორი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ისე გამოვიდა, რომ ელენე ხოშტარია და სხვა მოშიმშილეებიც ამ მოცემულობაში თანამზრახველებმა გაწირეს, მაგრამ ისინი ჩვენ და სახელმწიფომ არ გავწირეთ. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილი 50 დღეა, შიმშილობს, ელენე ხოშტარია გაცილებით ცოტა დროა, მაგრამ მისი მდგომარეობა უფრო მძიმე იყო, ვიდრე სააკაშვილის. შეიძლება, სუბიექტური ვიყო და ვცდებოდე კიდეც, მაგრამ არ მგონია, ვცდებოდე, სახელმწიფო დაეხმარა თავად სააკაშვილს გადაწყვეტილების მიღებაში, შეესრულებინა დაჟინებული მოწოდება სტრასბურგის სასამართლოსი. ალბათ, მსოფლიო ისტორიაში პრეცედენტი არ გახსენდებათ, როცა სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა ადამიანს კონკრეტული მოქმედების შესრულებისკენ და ამ კონკრეტულმა ადამიანმა პირობა დაადო სტრასბურგის მოწოდების შესრულებას.

 

მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდის ლიდერები ელენე ხოშტარიას სიცოცხლეს არ გაუფრთხილდნენ და ჩვენ ამას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ – მათ გაწირეს, ჩვენ არ და ვერ გავწირეთ. პრიორიტეტად გვაქვს ჰუმანურობა, დემოკრატიული პრინციპები, უსაფრთხოება, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ექიმებთანაც ბევრი კონსულტაცია გავიარე. ოჯახშიც ბევრი მყავს ექიმი და შეიძლება არ მქონდეს შესაბამისი ცოდნა, მაგრამ ელემენტარულ დონეზე რასაც ვისმენდი, თავისუფლად შეიძლებოდა ციხეშივე შეეწყვიტა პატიმარ სააკაშვილს შიმშილობა და თავისუფლად შეიძლებოდა მართვა. ვინაიდან მას უჭირდა სტრასბურგის მოწოდების შესრულება და უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებდა ოპოზიციის ლიდერებს, განსაკუთრებით ელენე ხოშტარიას, ჩვენ დავეხმარეთ ამ გადაწყვეტილების მიღებაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner