პატიმრების წამებაში ბრალდებულს მიხეილ სააკაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის ორი სახელმწიფო ჯილდო გადასცა.
„ქრონიკის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტით ირკვევა, რომ მეგის ქარდავასთან ერთად, ღირსების ორდენოსანია სასტიკ დანაშაულებში მისი უცვლელი თანამზრახველი- ალექსანდრე მუხაძე.
სისხლის სამართლის 11 დანაშაულში მხილებულ ქარდავას კი პროკურატურასთან აქვს პრეტენზია და ირწმუნება, რომ მის სახლში გადამალული უმძიმესი კადრები უკანონოდ ამოიღეს.