logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ეს ვითომ თავგანწირვის აქტი კვლავ ფარსი აღმოჩნდა
- +

20 ნოემბერი. 2021. 00:07

 

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„1) სააკაშვილმა დაიწყო ხელისუფლების შეცვლის და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით - ჩამოვიდა რევოლუციის მოსაწყობად - დაიჭირეს ‼️(მოთხოვნა არ შესრულდა)

 

2) დაჭერის დღესვე მოთხოვნა “გალაითდა” ,შეიცვალა - რევოლუცია დაივიწყა,მხოლოდ პატიმრობიდან გათავისუფლებას მოთხოვნა დატოვა,ამ მიზნით  შიმშილობა დაიწყო ‼️ (მოთხოვნა არ შესრულდა)

 

3) დაახლოებით 2 კვირაში სააკაშვილმა კიდევ უფრო “ჩამოალაბორანტა” თავისი მოთხოვნა და მხოლოდ სამოქალაქო საავადმყოფოში მკურნალობის მოთხოვნამდე დაიყვანა შიმშილობა ‼️ (მოთხოვნა არ შესრულდა)

 

დეგრადაცია თვალნათელია - ჩამოვიდა რევოლუციის, ხელისუფლების ცვლილების მიზნით და დაეცა საავადმყოფოში გადაყვანის ხვეწნა-მუდარამდე‼️

 

ამას პოლიტიკური მარცხი, კატასტროფა, სრული გაცამტვერება ეწოდება‼️

 

ვერ გაქაჩა, ვერც გაქაჩავდა, რადგან გულწრფელი არ იყო - როგორც მოსალოდნელი იყო - ეს ვითომ თავგანწირვის აქტი კვლავ ფარსი აღმოჩნდა - ხალხი ხედავს რომ “მოდელირებული ქრონიკის” გაგრძელებაა სააკაშვილის ცოტნე დადიანად ქცევის  მცდელობა‼️

 

ზღაპრის ბოლო და უკანასკნელი თხოვნაც ნათლად ჩანს - “ოღონდ უკრაინაში გამიშვით  და მაქეთ პირის მქმნელი ცხოვრებაში აღარ ვარო “‼️

 

ბოლო თხოვნას სააკაშვილს აუცილებლად შეუსრულებენ!!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner