logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: საწრაფოდ გადაიყვანეთო, რაიმე არ მოხდესო, წუთების ამბავიაო და მთელი დღეა თანხმობის პასუხს არ იძლეოდნენ...
- +

20 ნოემბერი. 2021. 00:40

 

 

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„სააწრაფოდ გადაიყვანეთო, რაიმე არ მოხდესო, წუთების ამბავიაო და მთელი დღეა თანხმობის პასუხს არ იძლეოდნენ.

 

ახლა თანახმა ვართო, ოღონდ პირობა დააყენეს, რეაბილიტაციის ყოველდღიური ანგარიშიო და ა.შ.

 

გორში გადაყვანა სიმბოლურიაო. ჰოსპიტალი მიშამ ააშენაო, ავტობანი მიშამ გაიყვანაო. ერთი იკითხეთ როდის აღიჭურვა ჰოსპიტალი ისე, როგორც ახლაა, ან იგივე მე-18 დაწესებულება?!

 

️ავტობანი კი მცხეთიდან აგარას შესასვლელამდე გაიყვანა და იქედან გადაუხვიეთ და ძველი გზით წაიყვანეთ. არ წაიღეს ტვინი ამ ტრაბახით?! ბათუმიდან რომ ჩამოვიდა თბილისამდე, ვერ დაინახა 5-ჯერ მეტი ავტობანი და რიკოთის გვირაბები და ხიდები?! უკვე სასაცილოა.

 

სიმბოლურია გორში გადაყვანა, კი, კობა დავითაშვილი მისი ბრძანებით სასიკვდილოდ ცემის შემდეგ გორში გადააყვანინა.

 

გორში გადაყვანის თემა თავიდან თავადვე ააგდეს, ასე აპირებენო, პუტინის დავალებას ასრულებენო და არ გადავალო. ახლა გვიცხადებენ გირში გადაყვანა სიმბოლურიაო. ბრბოდ თვლიან ხალხს. იმიტომ ხართ მაგ დღეში.

 

გორიდან შეეცდებიან ისევ ყოველ დღე სააკაშვილზე გვალაპარაკონ, თუმცა ჩაიფარცხება ნელ-ნელა.

 

სამ ინსტანციაში ორჯერ გასამართლებულს, ორჯერ ბრალდებულს და საზღვრის უკანონო გადმომკვეთს უკანონო პატიმარს უწოდებენ და უნდა დავიხსნათო.

 

ქარდავას ახალი ვიდეო და მე-12 საქმეზე ბრალდება გადაფარეს გუშინდელი ხმაურით“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner