logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი რუსეთს უკრაინასთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდებს
- +

20 ნოემბერი. 2021. 01:15

 

 

თეთრი სახლი რუსეთს უკრაინასთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

 

„ჩვენ კვლავ სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ რუსეთის სამხედრო მოქმედებებისა და უკრაინის მიმართ უხეში რიტორიკის გამო და ოფიციალურ მოსკოვს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.

 

18 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის საზღვართან სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

 

16 ნოემბერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტივობა და შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია კვლავ ფიქსირდება.

 

14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედროა განლაგებული.

 

„იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ამჯერად ნათლად დაინახავს, სინამდვილეში, ვის უნდა მშვიდობა და ვინ კრებს 100 ათასამდე ჯარისკაცს ჩვენს საზღვართან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner