logo_geo
eng_logo
უკრაინამ და კანადამ ერთობლივი კოსმოდრომის მშენებლობა დაიწყეს
- +

20 ნოემბერი. 2021. 11:07

 

 

უკრაინამ და კანადამ ერთობლივი კოსმოდრომის მშენებლობა დაიწყეს. უკრაინის სახელმწიფო კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელის, ვოლოდიმირ ტაფტაის განცხადებით, კოსმოდრომი კანადის ქალაქ გალიფაქსში აშენდება.

 

პროექტი ითვალისწინებს კომერციული კოსმოდრომის მშენებლობას უკრაინული წარმოების რაკეტა „ციკლონ 4მ“-ისთვის. ტაფტაის განცხადებით, კოსმოდრომიდან რაკეტის გაშვება 2022 წელსაა დაგეგმილი.

 

მანამდე უკრაინის უზენაესი რადის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელმა, დიმიტრი კისილევსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას საკუთარი კოსმოსური პროგრამა და ამ დარგში ყველა ტექნოლოგიური საწარმოს განახლება სჭირდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner