„ტრიო უმნიშვენელოვანესია, მას უფრო მეტის მიღწევა შეუძლია. მოლდოვას წარმატება საქართველოსა და უკრაინის წარმატება, საქართველოს წარმატება კი დანარჩენი ორი ქვეყნის წარმატებაა და ეს ასეც უნდა იყოს“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირს ჩამოყალიბებული სტრატეგია უნდა ჰქონდეს.
„რეფორმების გატარება თქვენი პასუხისმგებლობაა. აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია და, მართლაც, ყოველთვის ვამბობ, რომ ევროკავშირიც უნდა იყოს მზად, ევროკავშირს უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული სტრატეგია, მიდგომა - მეტი მეტისთვის და მზად უნდა იყოს კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის. ჩვენ გვინდა ამ სამი ასოცირებული ქვეყნის წარმატება, მათი ევროპული მომავალი“, - აცხადებს იუკნევიჩიანე.