logo_geo
eng_logo
ქეთი კოვზიაშვილი: სასამართლომ დაადასტურა, რომ ფოთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაურს, ღირსება TV „პირველის" ცრუ ინფორმაციამ შეულახა
- +

20 ნოემბერი. 2021. 13:01

 

 

„სასამართლომ ნათლად და ცალსახად დაადასტურა, რომ ფოთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაურის გელა კვაშილავას ღირსება შეილახა TV პირველის გავრცელებული ცრუ ინფორმაციით", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთი კოვზიაშვილი წერს.  

 

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ  პრეცედენტულ გადაწყვეტილებას. სასამართლოს გადაწყვეტილება ვრცელია, მაგრამ მთავარი ამ ყველაფერში არის ის, რომ სიმართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

 

სასამართლომ ნათლად და ცალსახად დაადასტურა, რომ ფოთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაურის გელა კვაშილავას ღირსება შეილახა TV პირველის გავრცელებული ცრუ ინფორმაციით.

 

რამდენიმეთვიანი სასამართლო განხილვების დროს, სამწუხაროდ, ჩემი კოლეგების მხრიდან გაგრძელდა ცილისმწამებლური რიტორიკა, მათ შორის ჩემს მიმართაც - აბსოლუტურად დაუმსახურებელი და უბრალოდ ჩემთვის ადამიანურად ძალიან გულდასაწყვეტი.

 

პოლიციის დაკნინება, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმიჯის შელახვა და საზოგადოებაში ამ უწყების მიმართ ნდობის შესუსტება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მიზანმიმართულად ხდება და თითქოს სახელმწიფოს დასუსტების, საერთო სცენარის ნაწილია.

 

მაგრამ, არც ერთი ჩვენგანი არ არის სიმართლის გზაზე მარტო. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და ამ ბრძოლაში ჩვენი იარაღი არის და იქნება სიმართლე.

 

მადლობა პირველ რიგში გელას, რომელიც დარწმუნებული იყო მის სიმართლეში და მადლობა ნინო გიორგობიანს", - წერს ქსეთი კოვზიაშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner