logo_geo
eng_logo
როტერდამში კოვიდშეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქციას მასობრივი არეულობა მოჰყვა
- +

20 ნოემბერი. 2021. 14:22

 

 

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში კოვიდშეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქცია მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, დაშავდა 7 ადამიანი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

მომიტინგეებმა ქალაქში, რამდენიმე ადგილას ხანძარი გააჩინეს, სამართალდამცველებს კი ქვები დაუშინეს. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

 

როტერდამის მერის, აჰმედ აბუთალების განცხადებით, დაკავებულია 20 ადამიანი. მან ქალაქში მომხდარს „ძალადობის ორგია“ უწოდა.

 

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ნიდერლანდების ხელისუფლებამ ნაწილობრივი ლოკდაუნი შემოიღო. ბარები, რესტორნები და სუპერმარკეტები 20:00 საათზე იკეტება, სხვა მაღაზიები კი 18:00 საათზე. დასაქმებულთა უმეტესობა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე უნდა გადავიდეს, კვლავ ამოქმედდა სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner