logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: დღეს პოლიტიკურ ღონისძიებას უერთდება და ხვალ ალბათ ოფიციალურად გახდება „ნაცმოძრაობის“ ადვოკატი
- +

20 ნოემბერი. 2021. 15:20

 

 

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ღონისძიებას, რომელიც მოუწოდებს საზოგადოებას, დღეს, 19:00 საათზე შეუერთდეს ე.წ. „ივენთს“ სახელწოდებით „გადაიყვანეთ ირაკლი კობახიძე“.

 

ქადაგიძე აღნიშნავს, საინტერესოა, რომ ნინო ლომჯარია უერთდება აღნიშნულ პოლიტიკურ ღონისძიებას და შემდეგში არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მას ოფიციალურად ვიხილავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატად.

 

„მაგარი სახალხო დამცველი გვყავს. სტრასბურგმა გუშინ უთხრა: შენ ისედაც მხარე ხარ და აბა, მესამე რანაირად გამოხვალო? დღეს პოლიტიკურ ღონისძიებას უერთდება და ხვალ ალბათ ოფიციალურად გახდება „ნაცმოძრაობის“ ადვოკატი... ისე რა პარადოქსების ქვეყანა ვართ არა? პატიმრები რომ სახალხო დამცველს გაგინებენ და შენ თავი „ომბუდსმენი“ გგონია...“ - წერს ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner