logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: უხადოს ენმ-მ ხელფასი და ჰყავდეს, ჩვენ ავირჩიოთ სხვა ვინმე სახალხო და არა - სა ნაციონალო თავმჯდომარე
- +

20 ნოემბერი. 2021. 15:56

 

 

„ჯერ მარტო შეხედეთ აღნიშნულ ფაქტს, ქალი ინტერესდება ნაცების მიერ შექმნილი ჯგუფით, რომელიც მიმართულია ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ,“- ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში შექმნილ ღონისძიებას, რომლის ორგანიზატორიც მარიამ გეგუჩაძეა და ითხოვს შეიქმნას კონსილიუმი, შეფასდეს კობახიძის მდგომარეობა, რის შემდეგაც ის გადაყვანილი უნდა იყოს, შესაბამის დაწესებულებაში, ან უბრალოდ სადმე შორს.

 

ლატარია მიიჩნევს, რომ ნინო ლომჯარია მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემებით არის დაკავებული და მათთან შეთანხმების გარეშე არაფერს აკეთებს.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პირადი დამცველი ნინო ლომჯარია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ნაცებზე და მათ პრობლემებზეა ორიენტირებული, როდემდე უნდა გვაჯდეს თავზე? როგორმე ეგ ადამიანი რომ ჩამოვაშოროთ თანამდებობას არ შეიძლება? ჯერ მარტო რამხელა ხარჯია მისი და მისი დაქალების შენახვა და ამ დროს, ქალი არ იცავს ცოცხალი თავით არავის, თუ არ აქვს ენმ-იდან თანხმობა. უხადოს ენმ-მა ხელფასი და ჰყავდეს, ჩვენ ავირჩიოთ სხვა ვინმე სახალხო და არა - სა ნაციონალო თავმჯდომარე. ჯერ მარტო შეხედეთ აღნიშნულ ფაქტს, ქალი ინტერესდება ნაცების მიერ შექმნილი ჯგუფით, რომელიც მიმართულია ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. ლომჯარია ირაკლის ვერაფერს დააკლებს, მაგრამ კარგია, რომ ამ ფაქტით უკვე ნათლად დასტურდება ის, რაზედაც მუდამ ვსაუბრობდით. ლომჯარია არის იგივე მუხაძე და ქარდავა, ლომჯარია მხარეა“, - წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner