რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, მეგის ქარდავამ გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. ის თავს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევს.
„ვიდეოკადრები ნამდვილად მისი, უკრაინაში მდებარე ბინის ჩხრეკისასაა ამოღებული. ეს დოკუმენტურადაა დადასტურებული და ამის გადამოწმება მარტივად შეიძლება. ესაა მხოლოდ იმის ნაწილი, რაც მისი ბინის ჩხრეკისასაა ამოღებული. არის ამაზე მძიმე კადრები, უმძიმესი დანაშაულები. სასტიკი მოპყრობა პირდაპირაა აღბეჭდილი კადრებში - დახვრეტის ინსცენირება, გაუპატიურების იმიტაცია და ა.შ. უმძიმესი ფაქტებია“, - აღნიშნა პროკურორმა.