„ეს ფაშისტი კიდევ ამ ახალი პარტიის გაუქმებას ითხოვს“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია აბაშიძე სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის შეფასებას, რომელმაც „ალტ-ინფოს“ მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებაზე გააკეთა და მის გაუქმებას მოითხოვს.
აბაშიძე აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატი უკვე ნათლად გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს.
„ნაცმოძრაობაში“ ყოველი მეორე სისხლის სამართლის დამნაშავეა, დეკლარირებული კრიმინალია. ეს ფაშისტი კიდევ ამ ახალი პარტიის გაუქმებას ითხოვს. ეს ოფისი უკვე ღიად გადაკეთდა „ნაცმოძრაობის“ დამცველად!“ - წერს აბაშიძე Facebook-ზე.