logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ვინც თუნდაც ერთხელ დათანხმებია რაიმე ივენთის დასწრებას, კარგად იცის, რომ „ინსტინქტურად“ არ ხდება და თუ მიდის, რატომ მალავს?
- +

20 ნოემბერი. 2021. 17:09

 

 

„რას ნიშნავს „ინსტინქტურად დაეჭირა“? სახალხო დამცველი ინსტინქტების დონეზე „"მუშაობს“ და ცხოვრობს?“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია გაბრიჭიძე Facebook-ზე შექმნილ ღონისძიებას, რომლის მოთხოვნაც ირაკლი კობახიძის შორს გადაყვანას გულისხმობს.

 

მართალია აღნიშნული ფაქტი ომბუდსმენის აპარატმა უარჰყო და მიზეზად თითის ინსტიქტურად დაჭერა დაასახელა, თუმცა გაბრიჭიძე მიიჩნევს, რომ მათ, ვისაც მსგავს წარმოდგენებში მიუღიათ მონაწილეობა კარგად უნდა იცოდნენ, რომ ასეთი შემთხვევები ინსტიქტურად არ ხდება.

 

„ლომჯარიას გონებრივი მონაცემები რაც არის მისი გაყინული თვალებიდანაც ჩანს და ყველამ კარგად იცის. იმდენად მდაბიოა და მდაბიო „თიმი“ ჰყავს, რომ თავის მართლებასაც იდიოტურად ცდილობენ. რას ნიშნავს „ინსტინქტურად დაეჭირა“? სახალხო დამცველი ინსტინქტების დონეზე „მუშაობს“ და ცხოვრობს? ვინც თუნდაც ერთხელ დათანხმებია რაიმე ივენთის დასწრებას, კარგად იცის, რომ „ინსტინქტურად“ არ ხდება და თუ მიდის, რატომ მალავს? რისი რცხვენია, რა „გეგუჩაძის ღონისძიება“, მის რანგს არ შეეფერება? როგორ გეკადრებათ ქალბატონო ნინო. სწორედ თქვენი ინტელექტის შესაფერისი ღონისძიებაა და სანამ სიტყვით გამოხვალთ, კონსულტაცია მაჭუტაძესთან გაიარეთ. აუუუ, რა მაგარი სანახავი იქნება ლომჯარია რომ დაჰქუხებს - დანო და ძმანო! წმინდა პორფირეს გაფიცებთ, ერთხელ მოგვასმენინეთ, რაა, ქალბატონო ნინო“,- წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner