logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: კენოშას საქმეზე განაჩენით ბევრი ამერიკელია უკმაყოფილო, მაგრამ ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა საკუთარი გადაწყვეტილება მიიღეს
- +

20 ნოემბერი. 2021. 17:37

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნაფიცი მსაჯულების მიერ ქალაქ კენოშაში ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაილ რიტენჰაუზის უდანაშაულოდ ცნობას გამოეხმაურა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამერიკელი, მათ შორის მეც, კენოშას საქმეზე გამოტანილი განაჩენით გაბრაზებული და შეწუხებული დარჩა, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა საკუთარი გადაწყვეტილება მიიღეს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირობა დავდე, რომ ამერიკელებს გავაერთიანებდი, ვინაიდან მჯერა, რომ გაცილებით მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს. ვიცი, რომ ერთ ღამეში ჩვენი ქვეყანა ჭრილობებს ვერ მოიშუშებს, მაგრამ კვლავ ვრჩები მტკიცე ჩემი სურვილის, გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რათა თითოეული ამერიკელის მიმართ მოპყრობა იყოს თანასწორი, სამართლიანი, ღირსეული და კანონიერი.

 

მოვუწოდებ ყველას, გამოხატონ საკუთარი აზრი მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში. ძალადობა და საკუთრების განადგურება ჩვენს დემოკრატიაში მიუღებელია. თეთრი სახლი და ფედერალური ხელისუფლება კონტაქტზეა გუბერნატორის ოფისთან. დღეს ვესაუბრე გუბერნატორს და შევთავაზე ნებისმიერი სახის დახმარება, რაც საჭირო იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner