logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ეს პოსტი არაფერს არ წარმოადგენს იმ რეალობასთან მიმართებით, რაც სააკაშვილმა სახელმწიფოს დამართა და რაც ასახულია არაერთ დოკუმენტში
- +

20 ნოემბერი. 2021. 18:58

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

 

„არის ბრძანებულება, რომელიც 2008 წლის 9 აგვისტოს გამოვიდა, რომელსაც სააკაშვილი აწერს ხელს. სადაც მიუთითებს, რომ 8 აგვისტოს მოხდა რუსეთის სამხედრო ძალების შემოსვლა საქართველოში. თავიდანვე ჩადებული იყო ის გარემოება, რომ თავი ემართლებინა იმისთვის, რომ გვარწმუნებდნენ, რომ რუსეთი საერთოდ არ მონაწილეობს ამ კონფლიქტში და დაინტერესებული არ იყო. ამ ბრძანებულებასთან და გარემოებებთან შედარებით, ის პოსტი, სადაც მას როგორც ყოველთვის ავიწყდება რაღაცა და თავის თავს ამჟღავნებს, არაფერს არ წარმოადგენს იმ რეალობასთან მიმართებით რაც სააკაშვილმა სახელმწიფოს დამართა და რაც ასახულია არაერთ დოკუმენტში. კერძოდ, მის ბრძანებულებაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში და ამერიკელი თუ ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადებებში, რომელიც იმ პერიოდში კეთდებოდა“, - აცხადებს ვოლსკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner