დღეს ტელეკომპანია „იმედისთვის“ ძალიან მძიმე დღეა. გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა, მეგობარი, „ქრონიკის“ რეჟისორი ზაზა აჭარაძე.
ზაზა რამდენიმე კვირის წინ, მოულოდნელად აღმოჩენილმა მძიმე სენმა იმსხვერპლა. ის „ტელეიმედში“ გახსნის დღიდან მუშაობდა და მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი არხისთვის და განსაკუთრებით „ქრონიკის“ გუნდისთვის.
ტელეკომპანია „იმედი“ მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ზაზას ოჯახს.