logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ნინო ლომჯარია არის უსინდისოდ მიკერძოებული მხარე, ეს არაერთხელ დადასტურდა!
- +

20 ნოემბერი. 2021. 21:18

 

„ნინო ლომჯარია არის უსინდისოდ მიკერძოებული მხარე, ეს არაერთხელ დადასტურდა. არცერთი ომბუდსმენის მიმართ არ ყოფილა საზოგადოების ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში დაგეგმილ ღონისძიებაზე – „გადაიყვანეთ ირაკლი კობახიძე“ სახალხო დამცველის მხარდაჭერას.

 

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ნინო ლომჯარია პარტიულად ანგაჟირებულია და არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.

 

„შეიძლება ინსტიქტურად დაეჭირა” – სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ნინო ლომჯარია ღონისძიებას – „გადაიყვანეთ ირაკლი კობახიძე” მხარს არ უჭერს.

 

შემთხვევით დაეჭირა და მსგავსი ტყუილები საკუთარ ვიწრო სექტანტურ „ბაბლში“ გაავრცელოს „ნაცების“ სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარია არის უსინდისოდ მიკერძოებული მხარე, ეს არაერთხელ დადასტურდა. არცერთი ომბუდსმენის მიმართ არ ყოფილა საზოგადოების ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება. მე დიდი ხანია ამოვიჩემე ბიუჯეტის ეს პარაზიტი. მიმაჩნია, რომ საზოგადოების უფრო აქტიური ზეწოლით უნდა ვაიძულოთ დატოვოს თანამდებობა. ეს არის ჩემი, როგორც გადასახადის გადამხდელის პრეტენზია იმ ჩინოსნის მიმართ, რომელიც არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს და არის პარტიულად ანგაჟირებული სუბიექტი!“ – წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner