„იქნებ, ამ ბოდიშმა და მონანიებამ მის შვილსაც უშველოს“, – ამის შესახებ ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს.
“კი, ბატონო:
ყველა დედა დედაა.
ჰოდა, გიული ალასანიასაც გავუგებთ და მის დედურ ტკივილსაც გავიზიარებთ, თუ შვილის მაგივრად, თვითონ მაინც საჯაროდ მოუხდის ბოდიშს:
ბუტა რობაქიძის დედას და მამას;
სულხან მოლაშვილის მამას;
გიორგი გამცემლიძის მშობლებს;
გიორგი ვაზაგაშვილის დედას;
გია კრიალაშვილის დედას;
გურამ შარაძის შვილს…
/ყველას ვერ ჩამოთვლი/;
თუ ასევე საჯაროდ სთხოვს პატიებას
ირინა ენუქიძის სულს.
თუ ასევე საჯაროდ მოუხდის ბოდიშს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურასა და სტუდენტებს, რომელთაც საუკეთესო კორპუსები და აუდიტორიები წაართვა(თანაც, რა დროს წაართვა და გადაიფორმა?!).
იქნებ, ამ ბოდიშმა და მონანიებამ მის შვილსაც უშველოს”, – წერს იოსებ ჭუმბურიძე.