logo_geo
eng_logo
ვიქტორ ყიფიანი: „კრედიტ სვისიის“ საბანკო ჯგუფმა გაანიავა არა მარტო ბიძინა ივანიშვილის აქტივები, არამედ გაფლანგა მისი მხრიდან გამოხატული უსაზღვრო და პრაქტიკულად უპირობო ნდობა
- +

20 ნოემბერი. 2021. 22:01

 

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ „კრედიტ სვისის“ საბანკო ჯგუფთან დავის მიზეზები განმარტა. ადვოკატის განცხადებით, ადგილი აქვს დარღვევებისა და დანაშაულის უპრეცედენტო მასშტაბს, რამაც ამ საქმეში თავი იჩინა.

 

ამასთან ადვოკატმა დავის მიზეზებზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ მხარეებს შორის საქმიანი ურთიერთობა 2015 წელს გართულდა.

 

ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ყველა აქტივი გაყიდა, ეს მოხდა ორ ეტაპად - ერთი 2005 წელს და მეორე 2011 წელს. რუსული აქტივების გაყიდვის შედეგად ამოღებული თანხა მან სრულად მიანდო სამართავად „კრედიტ სვისის“ საბანკო ჯგუფს. ესაა დავის ფაბულა. ამას მოჰყვა ის, რომ გარკვეული წლების განმავლობაში, ბანკი უხატავდა მის კლიენტს გარკვეულ კეთილხმოვან სურათს, ამ აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა 2015 წლის შემდეგ უკვე სხვადასხვა ფაქტებმა იჩინა თავი. ფაქტებმა, რომლებიც მიუთითებენ ბანკის სისტემურ დარღვევაზე. ეს ფაქტებია დღეს არსებულ სასამართლო დავაში და მეტყველებენ იმაზე, რომ ბანკმა გაანიავა არა მარტო აქტივები, არამედ, არამედ გაფლანგა კლიენტის მხრიდან მისადმი გამოხატული უსაზღვრო და პრაქტიკულად უპირობო ნდობა“, - განაცხადა ყიფიანმა..

 

ადვოკატის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სასარჩელო განცხადება, გამყარებულია მტკიცებულებებით.

 

 „როდესაც ვსაუბრობ, რომ ბანკმა გაანიავა აქტივები და ბოროტად გამოიყენა ნდობა, ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის შეფასებაზე არაა დამოკიდებული. რა თქმა უნდა ჩვენ მყარად ვდგავართ სასარჩელო მოთხოვნაზე, რომელიც გამყარებულია არაერთი მტკიცებულებებით, მაგრამ არსებითია ამ მტკიცებულებების ზღვაში, რაც გვიმყარებს პოზიციას, აღსანიშნავია რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი.

 

პირველი, ესაა თვითონ ე.წ.„ფინმას რაპორტი-ანგარიში“, ესაა შვეიცარიის საბანკო რეგულატორის რაპორტი, რომელიც მიუთითებს, რომ იქ არა ერთ და ორ მოხელეზეა საუბარი, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ გაყალბებაში და დარღვევებში, არამედ მთელი კასკადია საბანკო თანამშრომლებისა, რამდენიმე რგოლია მითითებული, რომლებიც იღებდნენ ამაში მონაწილეობას. შესაძლებელია ზოგიერთი პირდაპირი განზრახვით, ზოგიერთი გაუფრთხილებლად. ნებისმიერ შემთხვევაში ამ რაპორტის წაკითხვისას, პრაქტიკულად 200-ზე მეტ დარღვევაზეა საუბარი, ე.წ. „წითელ ალამზე“, როდესაც ბანკს თავისი შიდა კონტროლის სისტემიდან გამომდინარე უნდა ემოქმედა, მაგრამ არ იმოქმედა. ესაა ჩვენი სასამართლოს წესით მოკითხვის ერთ-ერთი მიზეზი. მეორეა, მსოფლიოში აღიარებული აუდიტორული კომპანიის „ფრაის ვოთერ ჰაუს კუპერსის" (PwC) დასკვნა, რომელიც ასევე მიუთითებს ბანკის სიაში სისტემურ დარღვევებზე და ძალიან არსებითია ასევე აღვნიშნოთ, რომ თვითონ შვეიცარიის, ჟენევის სისხლის სამართლის სასამართლომ 2018 წელს გამოტანილი განაჩენით, ასევე დაამტკიცა და დაადასტურა ის არაერთი დარღვევა, რომელიც გამოიხატებოდა ხელმოწერების გაყალბებაში, არაავტორიზებული, არაუფლებამოსილი გარიგებების წარმოებაში, ფასიანი ქაღალდებით მანიპულირებაში, სხვა და სხვა ნორმატივებისა და რეგულაციების დარღვევაში. ადგილი აქვს დარღვევებისა და დანაშაულის უპრეცედენტო მაშტაბს, რამაც საქმეში თავი იჩინა“, - განაცხდა ყიფიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner