logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ყველა პატიმრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არის დაცული, მათ შორის პატიმარ სააკაშვილის
- +

20 ნოემბერი. 2021. 22:50

 

„რამდენიმე დღის წინაც აღვნიშნე და დღესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, აკეთებს ყოველთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა, პატიმრის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება იყოს დაცული“, – განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

 

„ყველა პატიმართან მიმართებაში არის დაცული ეს დამოკიდებულება და მათ შორის პატიმარ სააკაშვილთან მიმართებაში. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ამასთან, კახა კალაძემ ოთხი ამერიკელი სენატორის მიერ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „შესაბამისი სამსახურები, სასამართლო თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, შესაბამის უწყებასთან ერთად“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner