logo_geo
eng_logo
გია ხუხაშვილი: პრემიერი იძულებული გახდა, საჯაროდ გაეფრთხილებინა საზოგადოება...
- +

7 მარტი. 2016. 13:38


პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „კვირის პალიტრასთან" პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე საუბრობს. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რატომ გააკეთა კვირიკაშვილმა განცხადება საჯაროდ „რესპუბლიკელებისა" და „მრეწველების"? - ხუხაშვილი პასუხობს, რომ „რესპუბლიკელებმა" ეს დაპირისპირება ქვეყნის საგარეო კურსს დაუკავშირეს და საზოგადოებისთვის ყველაფრის ახსნა გახდა საჭირო. ამიტომ ფიქრობს, რომ გიორგი კვირიკაშვილი სწორად მოიქცა.


„ვფიქრობ, გიორგი კვირიკაშვილი სწორად მოიქცა, როცა საჯარო განცხადება გააკეთა. რადგან „რესპუბლიკელებმა" ეს დაპირისპირება ქვეყნის საგარეო კურსს დაუკავშირეს, საზოგადოებისთვის ყველაფრის ახსნა გახდა საჭირო. ყველაზე დიდი სირთულე გახლდათ ის, რომ პოლემიკაში თავდაცვის მინისტრი ჩაერთო, არადა, თავდაცვის სამინისტრო დეპოლიტიზირებული უწყებაა და თავდაცვის მინისტრი არ უნდა აძლევდეს თავს ასეთი პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლებას. სიმართლე გითხრათ, არც მახსოვს სხვა მოქმედი თავდაცვის მინისტრი, რომელიც პოლიტიკურად ასეთი აქტიური იყო. პროცესში უნებლიეთ გაჩნდა შეიარაღებული ძალების ჩართვის საფრთხე და პრემიერი იძულებული გახდა, საჯაროდ გაეფრთხილებინა მთელი ქართველი საზოგადოება და შეიარაღებული ძალები. ასევე, გაეფრთხილებინა დაპირისპირებული მხარეები. ვფიქრობ, ამან გაჭრა! პრემიერ კვირიკაშვილის პოზიცია იყო სწორი და გონივრული", - ამბობს ხუხაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner