logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ბოლო დღემდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში იმყოფებოდა, მას ყველაფერი უკეთდებოდა
- +

21 ნოემბერი. 2021. 01:28

 

 

„ბოლო დღემდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში იმყოფებოდა, მას ყველაფერი უკეთდებოდა“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

„როგორც კი დადგა საჭიროება, რომ შესაძლოა, შემდგომ დღეებში მისი ჯანმრთელობა გართულებულიყო და სირთულისკენ წასულიყო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ის გადავიყვანეთ. ამას ვამბობდით მანამდეც, რომ როცა საჭიროება დადგებოდა, ის გადავიდოდა იმ სივრცეში, სადაც მისი ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნებოდა დაცული“, - განაცხადა ხუნდაძემ.

 

მან ასევე შეაფასა სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ გამოთქმული აზრი, რომ სასურველია, მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა გადაუვადდეს, რადგან ციხის პირობებში მისი რეაბილიტაცია გაჭირდება.

 

„პრინციპში, არ უნდა გვიკვირდეს. როცა მისი პირადი ექიმი შიმშილობის პირველი დღიდანვე ამბობს, რომ პაციენტი არის მძიმე, რა თქმა უნდა, აქ გარკვეული ეჭვი ჩნდება. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი მონაწილეობაც არის პოზიტიური, ჩავთვალოთ, რადგან ყოველდღიურ მონიტორინგში, ექიმებთან ერთად, ისიც იღებდა მონაწილეობას“, - განაცხადა ხუნდაძემ.

 

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, დაცული უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც სააკაშვილი, რადგან სიცოცხლის უფლება არის ყველას უფლება და ჩვენ ქვეყანაში ეს უფლება დაცულია.

 

„რა თქმა უნდა, წარსული მძიმეა ამ კუთხით, მაგრამ საბედნიეროდ, ეს არის წარსული და ეს ჩვენ ქვეყანაში არასოდეს აღარ განმეორდება“, - განაცხადა ხუნდაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner