logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: „ნაცმოძრაობას“ არაფერი მოსწონს, თავიდან გორის ჰოსპიტალიც დაიწუნეს, უბრალოდ, მერე სხვა გზა არ ჰქონდათ, მათი მიზანი არის დესტრუქცია
- +

21 ნოემბერი. 2021. 02:26

 

 

„ნაცმოძრაობას“ არაფერი მოსწონს, თავიდან გორის ჰოსპიტალიც დაიწუნეს, უბრალოდ, მერე სხვა გზა არ ჰქონდათ, მათი მიზანი არის დესტრუქცია“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

„გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ მათგან პოზიტიურს არაფერს ველოდები, რადგან მათი მთავარი მიზანია, ქვეყანაში იყოს არეულობა. ისინი არავის არაფერს არ აცდიან და მათ შორის, 2012 წლიდან, რაც მე პოლიტიკაში ვარ და პარლამენტში მუშაობა მიწევს, სულ მახსოვს მათი მხრიდან ხელის შეშლა. სულ მახსოვს, რომ არაფერი არ მოსწონთ და მოსაწონსაც კი იწუნებენ. შემდეგ, გორის ჰოსპიტალიც დაიწუნეს. უბრალოდ, მერე სხვა გზა არ ჰქონდათ, თორემ თავიდან იწუნებდნენ ამ კლინიკასაც, რომელიც არის მაღალი რეპუტაციის, არის საკმაოდ კარგად აღჭურვილი და იქ მომუშავე მედპერსონალი საკმაოდ მაღალი რეპუტაციისაა. მათი მიზანი არის დესტრუქცია და მხოლოდ დესტრუქცია, რომ სუნთქვის საშუალება არ მისცენ არავის, არც საზოგადოებას, არც ქვეყანას და არც ხელისუფლებას, რომ ქვეყანას, რაც შეიძლება, დიდი ზიანი მიადგეს.

 

როცა ისინი ბრალს გვიყენებენ, თითქოს ჩვენ მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალება და ლეტალური გამოსავალი გვინდოდა, მაშინ ამ პროცესს არ გავივლიდით – „კატეს“ დამონტაჟება, მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნა, ჩვენი პარლამენტარების სტუმრობა, შემდეგ ჰოსპიტალში გადაყვანა. ვფიქრობ, მათი ღია შეძახილები, რომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა არ შეეწყვიტა, სწორედ მიზანი იყო, რომ მათ გარკვეულ ნაწილს, ბევრ მათგანს, ალბათ, სწორედ ის უნდოდა, რასაც ჩვენ გვაბრალებენ, რათა კიდევ უფრო მეტად დაძაბულიყო. თუ ეს უნდოდათ, მათში ალბათ, ლიდერების კონკურენციაა და რა თქმა უნდა, ზოგიერთ მათგანს ნამდვილად სურდა, ეს ცუდად დასრულებულიყო. თუმცა, ჩვენ არ დავუშვებთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დასრულებას და ჯანმრთელობის ზიანს, მაგრამ ასევე არ დავუშვებთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არეულობას“, – განაცხადა ხუნდაძემ.

 

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოებისთვის ერთი ბოდიშიც არ უთქვამს, მათ ჩადენილი დანაშაულები არც კი მოუნანიებიათ და აგრძელებენ თავიანთ გეგმას, რომ ხელისუფლებაში მოვლენ ძალადობის, შტურმის და დესტრუქციის გზით, მაგრამ ამას ხელისუფლება და საზოგადოება არ დაუშვებს.

 

„რა თქმა უნდა, საზოგადოება ამას არ დაუშვებს. დღეს, ხელისუფლება და ქვეყანა არის ძლიერი, რომ რევოლუციების ხაზით ვერავინ შეძლოს ხელისუფლებაში მოსვლა“, – განაცხადა ხუნდაძემ.

 

დიმიტრი ხუნდაძემ ასევე განაცხადა, რომ სასამართლოზე დასწრება უნდა იყოს უზრუნველყოფილი და მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დასწრების უფლება არ აეკრძალება, მაგრამ დასწრება რა ფორმით მოხდება, ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით მიიღება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner