logo_geo
eng_logo
აშშ-მა უკრაინას ორი საპატრულო კატარღა გადასცა
- +

21 ნოემბერი. 2021. 02:30

 

 

აშშ-მა უკრაინას საზღვაო ძალების გასაძლიერებლად საპატრულო კატარღები გადასცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

Island-ის კლასის ორი საპატრულო კატარღა უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველყოფის პაკეტის ფარგლებში გადაეცა, რასაც აშშ 2014 წლიდან ახორციელებს. ამ დროისთვის კატარღებით დატვირთულმა სატვირთო გემმა დარდანელის სრუტე გაიარა და გეზი ოდესისკენ აქვს აღებული.

 

მსგავსი ტიპის ორი კატარღა უკრაინამ აშშ-ისგან 2019 წელსაც მიიღოს.

 

მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა მეზღვაურებმა უკვე გაიარეს შესაბამისი წვრთნები ამერიკულ გემებზე მსახურისთვის. მიმდინარე წლის ბოლომდე, უკრაინის საზღვაო ძალები აშშ-სთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გადაცემული Island-ის კლასის ჩქაროსნული კატარღებისგან შემდგარი დივიზიის შექმნას გეგმავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner