„აბდიაზიზ მოჰამუდი, იგივე აბდიაზიზ აფრიკა, რომელიც სომალიში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი იყო, მოკლეს. ის მოგადიშუში, თვითმკვლელი ტერორისტის სამიზნე გახდა“, - ამის შესახებ BBC წერს.
ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აამოქმედეს, როცა ჟურნალისტი ერთ-ერთ რესტორანს სომალის საზოგადოებრივი ტელევიზიის დირექტორთან და მძღოლთან ერთად ტოვებდა.
წლების განმავლობაში, ჟურნალისტი მწვავედ აკრიტიკებდა ისლამისტურ დაჯგუფება ალ-შაბაბს. დაჯგუფება აღიარებს, რომ მომხდარის უკან თავად დგას.