logo_geo
eng_logo
ცნობილი სომალელი ჟურნალისტი თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებისას დაიღუპა
- +

21 ნოემბერი. 2021. 10:05

 

 

 

„აბდიაზიზ მოჰამუდი, იგივე აბდიაზიზ აფრიკა, რომელიც სომალიში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი იყო, მოკლეს. ის მოგადიშუში, თვითმკვლელი ტერორისტის სამიზნე გახდა“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აამოქმედეს, როცა ჟურნალისტი ერთ-ერთ რესტორანს სომალის საზოგადოებრივი ტელევიზიის დირექტორთან და მძღოლთან ერთად ტოვებდა.

 

წლების განმავლობაში, ჟურნალისტი მწვავედ აკრიტიკებდა ისლამისტურ დაჯგუფება ალ-შაბაბს. დაჯგუფება აღიარებს, რომ მომხდარის უკან თავად დგას.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner