logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შემდეგ, ბავშვთა ავადობამ მოიმატა
- +

21 ნოემბერი. 2021. 15:37

 

 

„დელტა“ ვარიანტის გავრცელების შემდეგ, ბავშვთა ავადობამ მოიმატა. ზოგ შემთხვევაში, 20-30%-მდე ადის ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, როგოც ბავშვების, ისე ზრდასრულების ჯანმრთელობის დასაცავად, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება წამახალისებელი ღონისძიებების ამოქმედება.

 

„ბავშვები უფრო მეტად დასაცავად, იცით, რომ, მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების მსგავსად, მიღებულია გადაწყვეტილება 12 წლის ასაკიდან ვაქცინაციის შესახებ, რა თქმა უნდა, მშობლების სურვილის შემთხვევაში. განსაკუთრებით, ეს ეხებათ რაიმე რისკის ფაქტორის მქონე ბავშვებს. რაც შეეხება ეპიდვითარებას, სამწუხაროდ, გრძელდება საკმაოდ მძიმე დღეები. ყოველდღიურად, ჩვენი 70-ზე მეტი თანამოქალაქე იღუპება. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, ეს კატასტროფაა. სამწუხაროდ, კარგა ხანს, ეს კორონა არსად არ წავა. გამოსავალი ვაქცინაცია და პირბადის ტარებაა. ამისთვის დაიწყო წამახალისებელი ღონისძიებები. პენსიონერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აცრა. იგივე შეიძლება ითქვას წამახალისებელ ლატარიაზე. ყველაფერი კეთდება, რომ ადამიანებმა სიცოცხლე გადაირჩინონ და ჯანმრთელობას მოუფრთხილდნენ“, - აცხადებს პაატა იმნაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner