„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 7 ფაქტი გამოავლინეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამართალდარღვევები გამოვლენილია ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნებში.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამისი ოქმები.